მოგესალმებით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

четверг, 15 апреля 2010 г.

პროექტი–პირველი ქართველი მათემატიკოსები

1. პროექტის სახელი: პირველი ქართველი მათემატიკოსები
2. პროექტის მოკლე აღწერა: ინფორმაციის მოძიება საქართველოში მათემატიკის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბების და განვითარების შესახებ. თსუ – ს დაარსების შესახებ. საქართველოში მათემატიკის ფუძემდებლების ბიოგრაფიების და მათი ნაშრომების მოძიება/ გაცნობა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოიძიონ ინფორმაცია ქართველი მათემატიკოსების მიერ შემოღებული ტერმინების შესახებ, თსუ – ს დაარსების შესახებ, იმ ქართველ მათემატიკოსებზე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს თსუ – ს დაარსებაში და მათემატიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებაში, საქართველოში. მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო – ალბომს, ბროშურას, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა. შ. გამოიყენებენ ისტ – ს: ინფორმაციის მიღების, მოპოვების, შენახვის და გაცვლის მიზნით. ( საბოლოოდ ყველა მონაცები გაერთიანდება ერთ საიტზე)
4. მონაწილეთა ასაკი / კლასები: 14 – 16 წელი / IX – XI კლასები
5. ვადები / ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში: მოძიებული მასალის ანალიზი, დისკუსია, ფოტო გამოფენა, პრეზენტაციის მოწყობა ( ფორმატში – MS PowerPoint ან სხვა )
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ჩამოუყალიბდებათ კვლევა – ძიების, ანალიზის, სინთეზის, ურთიერთთანამშრომლობის უნარები, კომუნიკაციის უნარი ისტ – ის საშუალებით. / ფოტოალბომი, ბროშურა, ფოტო გამოფენა, პრეზენტაცია. შექმნიან ბლოგს მოძიებული მასალის მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვა მოსწავლეებს.
9. სამუშაო ენა – ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: –
11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული – სხვადასხვა საშუალებებით ( ბიბლიოთეკა, ინტერნეტი . . . ) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ბიოგრაფიების და ნაშრომების გაცნობა, დისკუსიაში მონაწილეობა. ისტორია – თსუ – ს დაარსების ისტორიის გაცნობა. ზოგიერთი ქართული ტერმინის დაფუძნების და დამფუძნებლების ისტორიის გაცნობა. ისტ – ინფორმაციის მოპოვება / დამუშავება. ელ. ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება, დემონსტრირება.
12. შეფასება: პროექტის განხორციელებას და მიღწეულ შედეგებს ვაფასებ მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის მიხედვით.
13. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ ბუაჩიძე
14. პროექტის ფასილიტატორის ელ – ფოსტა: tamunatam7@gmail.com
15. პროექტის ფორუმი:
16. პროექტის ვებ – გვერდი: