მოგესალმებით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

понедельник, 27 июня 2011 г.

გონების სავარჯიშო

სწრაფად ანგარიშისათვის გამრავლების სხვადასხვა ხერხი არსებობს.
პირველი ხერხი:
რომელიმე ორნიშნა რიცხვი რომ გავამრავლოთ 11-ზე, მოცემულ ორნიშნა ციფრთა შუა უნდა ჩაიწეროს იმავე ციფრების ჯამი. მაგალითად, 27-ის 11-ზე გამრავლებისას 2-სა და 7-ს შუა იწერება მათი ჯამი (2+7=9), ე.ი. 297, პასუხიც ესაა.

მეორე მაგალითი: 57×11. 5-ის და 7-ს შუა ჩაიწერება მათი ჯამი (5+7=12), მაგრამ, რადგან 12 შეადგენს ერთ ათეულს და ორ ერთეულს, ერთი ათეული მიემატება პირველ ციფრს — 5-ს და პასუხში გვექნება 627.

მეორე ხერხი:
ერთი გერმანელი მასწავლებელი არითმეტიკის გაკვეთილზე ორნიშნა რიცხვებს ისე მოხდენილად ამრავლებინებდა ბავშვებს, რომ მოწაფეთა სწრაფ და ზუსტ პასუხს განცვიფრებაში მოჰყავდა დამსწრენი.
აი, ორნიშნა რიცხვთა გადამრავლების ეს ხერხიც. 83×87=7221. ანგარიში ხდება შემდეგნაირად: მრავლდება სამრავლი და მამრავლი ათეულებამდე. სამრავლი 83—80-ით იცვლება ( 3 ხუთზე ნაკლებია): და მამრავლი 87—90-ით (7 ხუთზე მეტია) 80-ზე ვამრავლებთ 90-ს, ვიღებთ 7200. ამ რიცხვს ემატება ერთეულების, 3-ისა და 7-ის, ნამრავლი 21.
7200+21=7221
ან კიდევ 26×24
პასუხი: 624
ვიანგარიშოთ აღნიშნული წესის მიხედვით: (30×20)+(6×4)=624.
თუ დავაკვირდებით მაგალითებს, შევნიშნავთ, რომ გამრავლების ეს ხერხი მაშინ გამოგვადგება, როცა სამრავლისა და მამრავლის ათეულები ერთნაირია, ხოლო ერთეულების ჯამი 10-ს უდრის.
მაგალითად: 42×48; 63×67; 17×13 და ა.შ.

youtube

Loading...