მოგესალმებით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

четверг, 31 марта 2011 г.


გაკვეთილის თემა

მათემატიკური ცოდნის გამოყენება ოპტიმალური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას


საგანი

მათემატიკა

მასწავლებელი

თამარ ბუაჩიძე

სწავლების საფეხური

საშუალო X კლასი

მოსწავლეთა პროფილი

12

განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა




გაკვეთილის მიზნები და შედეგები

1. კომუნიკაცია ისტ – ის საშუალებით
2. პრაქტიკული საქმიანობის ოპტიმალური დაგეგმვა
3. ფინანსური წიგნიერების განვითარება
4. პრაქტიკიდან მომდინარე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა: გეომეტრიული ფიგურების ზომების დადგენა-შეფასება;
5. სხვადასხვა სახის (მარტივი და რთული ) საპროცენტო განაკვეთის შედარება


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები

X. 3. ასრულებს ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებებს და აფასებს მათ შედეგს
ამარტივებს ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შემცველ გამოსახულებას მოქმედებათა თვისებების, თანმიმდევრობისა და მათ შორის კავშირების გამოყენებით

X. 10. პოულობს ობიექტთა ზომებსა და ობიექტთა შორის მანძილებს
პოულობს ბრტყელი ფიგურის ფართობს და იყენებს მას ოპტიმიზაციის ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად ( მათ შორის რეალურ ვითარებაში)

X. 12. იკვლევს გეომეტრიულ გარდაქმნებს სიბრტყეზე და იყენებს მათ გეომეტრიული პრობლემების გადასაჭრელად
ასაბუთებს სიბრტყის მოცემული ფიგურებით დაფარვის შესაძლებლობას ფიგურის თისებების და/ ან გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებით

მათ. X . 8 . იყენებს დისკრეტული მათემატიკის ელემენტებს პრობლემის მოდელირებისა და ანალიზისათვის
რეალური პროცესების დისკრეტული მოდელებით აღწერისას იყენებს რეკურსიას ( მაგ. მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი)


რესურსები

კომპიუტერი 5; ინტერნეტი – კომპიუტერული თამაში „ მიხო პაპას მარანი“ ; პროექტორი ; ფურცლები ; მარკერები ; დაფა ; ცარცი


თემატური ერთეულები

1. დავალება : ყურძნის მომზადება გასაყიდად
2. დავალება : ყურძნის გაყიდვა
3. დავალება : მარნის მოდელის შერჩევა
4. დავალება : ბანკიდან კრედიტის გამოტანა ( საუკეთესო ვარიანტის შერჩევა )


აუცილებელი წინა ცოდნა

პროცენტი; მარტივი და რთული პროცენტის პოვნა; ფართობი;
კომპიუტერი; კომპიუტერული პროგრამა EXCEL - ის გამოყენება


გაკვეთილის სტრუქტურული ერთეულები

A ფაზა – მოლოდინის განსაზღვრა / გამოწვევა

მისალმება, მოთელვა, ორგანიზება

გონებრივი იერიში
(დასასმელი კითხვები: რას ეწოდება პროცენტი? განსაზღვრეთ მარტივი ( რთული) პროცენტის დარიცხვის წესი; დაასახელე პროცენტის გამოყენების შემცველი სიტუაციური ამოცანა; როგორ ვიპოვოთ მართკუთხა პარალელეპიპედის გვერდითი ზედაპირის ფართობი? მართკუთხედის ფართობი? )

შეფასების კომპონენტების გაცნობა (მონიტორზე ჩვენებით )

ვეკითხები: თამაშობენ თუ არა კომპიუტერულ თამაშებს? როგორი ტიპის თამაშს ანიჭებენ უპირატესობას? თითოეული მოსწავლის აზრს ყურადღებით ვუსმენ შენიშვნების გარეშე

B ფაზა – ცოდნის კონსტრუირება / შინაარსის რეალიზება

ბავშვებს ვყოფ 4 ჯგუფად ( თითო ჯგუფში 3 – 3 ბავშვი ), ისე, რომ ყოველ ჯგუფში აზროვნების თანაბარი დონე იყოს. ვაძლევ ინსტრუქციას, რა ევალება თითოეულ ჯგუფს

# 1 დავალების ზოგადი აღწერა : ყურძნის მომზადება გასაყიდად - ჩაალაგონ გოდორში სხვადასხვა სახის ყურძენი (საფერავი, რქაწითელი), დატვირთონ გოდრებით დიდყურას ურემი.
ამ ეტაპზე საჭიროა დაიანგარიშონ გოდრების ოდენობა ყურძნის რაოდენობისა და სახეობის მიხედვით.

ჯგუფი იწყებს კომპიუტერული თამაშის 1 ამოცანის ამოხსნას.
დავალების ბოლოს – დისკუსია

# 2 დავალების აღწერა : ყურძნის გაყიდვა - ამ ეტაპზე უნდა დადგინონ, სად სჯობს ყურძნის გაყიდვა ქალაქად თუ სოფლად. უნდა გაითვალისწინონ დამატებითი ხარჯები ქალაქში წასვლის შემთხვევაში. გამოითვალონ შესაბამისი თანხები (სოფლად, ქალაქად), შეადგინონ და გადაწყვიტონ გაყიდვის ადგილი - ქალაქის თუ სოფლის ადგილობრივი ბაზრობა; შეარჩიონ ოპტიმალური ვარიანტი.

ჯგუფი იწყებს კომპიუტერული თამაშის 2 ამოცანის ამოხსნას.
დავალების ბოლოს – დისკუსია

# 3 დავალების აღწერა: მარნის მოდელის შერჩევა - სამშენებლო კომპანიის მიერ შემოთავაზებული სამი მოდელიდან მიხო პაპამ და მარო ბებომ უნდა შეარჩიონ მათთვის მისაღები მოდელი, რისთვისაც საჭიროა გამოთვალონ თანხები სამშენებლო მასალებისათვის, დაადგინონ მარნის ასაშენებლად საჭირო სრული თანხა თითოეულ შემთხვევაში.

მესამე დავალება შედგება 3 ამოცანისაგან; ამოცანებს გადავანაწილებ სხვადასხვა ჯგუფზე;
დავალების ბოლოს – დისკუსია


# 4 დავალების აღწერა : ბანკიდან კრედიტის გამოტანა
-ამ ეტაპზე თამაშის გმირები შეარჩევენ ბანკის მიერ შემოთვაზებული პორობებიდან კრედიტის სახეს, თანხობრივ ოდენობას. ეძლევათ რამოდენიმე საკრედიტო პირობა. საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად სჭირდებათ მარტივი და რთული საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა.
ფინანსური განაწილება: ითვალისწინებენ ყურძნის გაყიდვით მიღებულ თანხის ოდენობას; რა თანხა სჭირდება მარნის აშენებას; ბანკიდან აღებული კრედიტის პირობების (ბანკი მათგან ითხოვს ყოველ სამ თვეში მოხდეს გადასახადის შეტანა შეთანხმებული პროცესების მიხედვით); სავარაუდო ოჯახურ ბიუჯეტს.

მეოთხე დავალება შედგება 4 ამოცანისაგან; ამოცანებს გადავანაწილებ სხვადასხვა ჯგუფზე;
დავალების ბოლოს – დისკუსია

C ფაზა – გამთლიანება / რეფლექსია

ღია კითხვებით მოვახდენ თამაშის ოთხივე დავალების შეჯამებას: რა თემაზე არის თამაში აგებული? აღწერონ თამაშში შესასრულებელი ამოცანები; იმსჯელონ ფინანსურ გადანაწილებაზე. იმსჯელონ და გამოიტანონ დასკვნა ბანკში ანაბარზე თანხის შეტანა მარტივი პროცენტით უფრო მომგებიანია, თუ რთულით?

დავალება: მოიძიონ ინფორმაცია ბანკში პროცენტის დარიცხვის კიდევ რა წესი არსებობს; რომელიმე კონკრეტული ბანკის შემთხვევაში გამოითვალონ ერთწლიანი 5000 ლარის ოდენობის სესხზე, რა თანხის გადახდა მოუწევთ. განიხილონ ყველა სახის პროცენტული დარიცხვა


შეფასება
მოსწავლეთა შეფასებისთვის ვიყენებ გაკვეთილზე ჩართულობის განმსაზღვრელ შეფასების სქემას. იხ. დანართი „ შეფასების სქემა“